Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების ლოკალიზების პროცესში სამხედროები ჩაერთნენ


ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერების ლოკალიზების პროცესში სპეციალური ტექნიკით ჩაერთო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა, რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ ხანძარია. ცეცხლის კერებს სპეციალური ტექნიკით კვლავ 24-საათიანი რეჟიმით ებრძვიან მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სულ 1500-მდე ადამიანი. ხანძრის კერებს აქრობს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსიის 6 ვერტმფრენი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG