Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აშშ-ს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ავღანეთში მეამბოხეთა თავშესაფრებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰდ ხაყან აბასი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰდ ხაყან აბასი

პაკისტანმა მკაცრად უარყო აშშ-ის ბრალდება, რომ ის აგრძელებს ომს ავღანეთში და იფარებს ტერორისტებს. ისლამაბადი თვლის, რომ აშშ-მა ყურადღება უნდა მიაპყროს ავღანეთში მეამბოხეთა თავშესაფრების განადგურებას. იშვიათ განცხადებაში, რომელიც 24 აგვისტოს გამოქვეყნდა, პაკისტანის ეროვნული უშიშროების კომიტეტი, რომელშიც პრემიერი, შაჰიდ ხაყან აბასიც შედის, ჩივის, რომ პაკისტანი აშშ-მა „განტევების ვაცად“ აქცია, რათა საკუთარი შეცდომები დაემალა ავღანეთში თავისი სტრატეგიის წარუმატებლობის გამო. განცხადება, რომელიც მკაცრ სტილშია დაწერილი, ასახავს მრისხანებას და შოკს, რომელიც მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, პაკისტანს შეუჩეროს დახმარება და დასწიოს სამხედრო მოკავშირეობის დონე, თუ ისლამაბადი არ მოუღებს ბოლოს მისი საზღვრების შიგნით „ქაოსის, ძალადობის და ტერორის წარმომადგენლებს“, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ავღანეთს. თვით პაკისტანის ოპოზიციონერებმა მოთხოვეს აბასის მკაცრი რეაგირება. კომიტეტი აცხადებს, რომ პაკისტანი ჩართული იყო სამშვიდობო პროცესში და აწარმოებდა ბრძოლას ტერორიზმთან, რასაც ათასობით პაკისტანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა.

XS
SM
MD
LG