Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვალა საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი


ერიკ ჰოგი
ერიკ ჰოგი

საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისის ხელმძღვანელი, კესტუტის იანკაუსკასი, გადაყვანილ იქნა მეზობელ აზერბაიჯანში, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად. იანკაუსკასი 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოში. ის ჩართული იყო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში, ერგნეთში, ასევე გალში, ეუთოს საგანგებო წარგზავნილთან ერთად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ბაქოში გამგზავრებამდე, იანკაუსკასი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც მას „ღირსების ორდენი გადასცა“. საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, შეასრულებს ერიკ ჰოგი.

XS
SM
MD
LG