Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან დაკავებულების საქმეებს 8 სექტემბერს განიხილავს


საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან 24 აგვისტოს, საღამოს დაკავებული პირების საქმეებს 8 სექტემბერს განიხილავს. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული იყო 10 პირი. მათ შორის იყვნენ რკინიგზის ახალი პროფკავშირების და მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. რკინიგზის დეპარტამენტთან ვითარება, 24 აგვისტოს მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოშიმშილეთა მხარდასაჭერად გამართული აქციის რამდენიმე მონაწილემ სცადა დეპარტამენტის შენობაში შესვლა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებს აქცია შენობაში გაეგრძელებინათ. დემონსტრანტებს სამართალდამცავებმა არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქცია 15 აგვისტოს დაიწყო.

XS
SM
MD
LG