Accessibility links

უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ახალი სასწავლო წლის დაწყების პერიოდში. ახალი ზავი დაიდო 25 აგვისტოს, სასწავლო წლის დაწყების გამო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი დარღვევა ზავისა აღირიცხა ორი წუთის შემდეგ მას მერე, რაც ზავი ამოქმედდა. ინციდენტი მოხდა ნონეცკის არეალში. სეპარატისტების ცნობით, მათი ერთი მებრძოლი იქნა მოკლული უკრაინის არმიის სნაიპერის ტყვიით ზავის ამოქმედების შემდეგ.

XS
SM
MD
LG