Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილმა ხანძარი „ლიკვიდირებულად“ გამოაცხადა


შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში, რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, რამდენიმე დღის განმავლობაში შტაბი მაინც გააგრძელებს მუშაობას. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გასული დღეების განმავლობაში ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ მათ ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობა სიცოცხლისთვის რისკის შემცველ ადგილებში უწევდათ.

XS
SM
MD
LG