Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი გუნდი შეუძლებლად მიიჩნევს ოპოზიციასთან დიალოგს ულტიმატუმის გამო


საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მიიღეს ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა. უმრავლესობის შეფასებით, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი. „ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა“, აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ოპოზიციაში უმრავლესობის ასეთ მოქმედებას უწოდეს „ხელისუფლების მიერ საკუთარი მარცხის აღიარება“.

XS
SM
MD
LG