Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28-მდე გაიზარდა ქაბულში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20-დან 28-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ემსხვერპლნენ დედაქალაქ ქაბულში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას. სამინისტროს პრესმდივნის, ისმაილ კავუსის თქმით, დაჭრილია კიდევ 50-ზე მეტი პირი, მათ შორის ათობით ქალი და ბავშვი. თავდასხმა 25 აგვისტოს რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელმაც ბოლო წლებში რამდენჯერმე მიიტანა იერიში ავღანეთის შიიტთა უმცირესობაზე. პოლიციის თქმით, ორმა თვითმკვლელმა მეჩეთის შესასვლელთან აიფეთქა თავი, კიდევ ორი კი შენობაში შეიჭრა. ისინი შემდეგ პოლიციამ მოკლა.

XS
SM
MD
LG