Accessibility links

აშშ გაეროს ბირთვულ უწყებას მოუწოდებს მოიპოვოს წვდომა ირანის სამხედრო ობიექტებზე


გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ 25 აგვისტოს გაეროს ბირთვულ სააგენტოს მოუწოდა მოიპოვოს წვდომა ირანის სამხედრო ბაზებზე, რათა დარწმუნდეს, რომ ირანელები არ მალავენ აქტივობას, რომელიც აკრძალულია 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით. "მე ვენდობი [ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს], მაგრამ მათ საქმე აქვთ ქვეყანასთან, რომელსაც ტყუილების და საიდუმლო ბირთვული პროგრამის წარმოების მკაფიო ისტორია აქვს" - განაცხადა ჰეილიმ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ სააგენტომ თავისი უფლებამოსილება სრულად უნდა გამოიყენოს ირანის შესამოწმებლად. გაეროს ბირთვულმა სააგენტომ წარსულში გამოიტანა დასკვნა, რომ 2009 წლამდე, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ირანი უჩუმრად ბირთვული ქობინის გარშემო აწარმოებდა კვლევას - თუმცა თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG