Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გამომძიებლები შეისწავლიან ტრამპის თანაშემწეთა კავშირებს რუსეთთან


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის მედია იუწყება, რომ საგანგებო პროკურორი შეისწავლის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორი ყოფილი წამყვანი მრჩევლის კავშირებს რუსეთთან. კომპანია NBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა ჩვენების მიცემისთვის დაიბარა პირები, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპის კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, პოლ მანაფორტთან ერთად უკრაინის ყოფილი პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტითვის 2012-2014 წლებში აშშ-ში წარმოებულ პიარკამპანიაში. NBC-მ მოიტანა ჩვენებისთვის გამოძახებული ერთ-ერთი პირის სიტყვები - რომ გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამდენად ლეგიტიმური პროექტი იყო ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული პარტიის სახელით წარმოებული ლობისტური კამპანია. მანაფორტი - რომლის ბინაც, გავრცელებული ცნობებით, გასულ თვეში FBI-ს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს - გამოძიებაში ცენტრალურ ფიგურად გამოიკვეთა. იუწყებიან, რომ ის ესწრებოდა 2016 წელს გამართულ შეხვედრას, როცა ტრამპის უფროსი ვაჟი შეხვდა რუს ადვოკატს - რომელიც, ელექტრონული მიმოწერის თანახმად, აცხადებდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომელსაც ზიანის მოტანა შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტის, ჰილარი კლინტონისთვის.

XS
SM
MD
LG