Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დააჯარიმა თანასწორობის მოძრაობის ნაცემი აქტივისტები


ლევანა ბერიანიძე (მარცხნივ) და თორნიკე კუსიანი
ლევანა ბერიანიძე (მარცხნივ) და თორნიკე კუსიანი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად მიიჩნია თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლები, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი და მათ 300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ბერიანიძე და კუსიანი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ბერიანიძე და კუსიანი ყვებიან, რომ მათ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს უცნობი პირები, პოლიცია კი მათ ჯერ არ დაეხმარა და შემდეგ თავდამსხმელების ნაცვლად ისინი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში დაუქვემდებარა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკავებულების ცემა და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება თუ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

XS
SM
MD
LG