Accessibility links

თურქეთში მთავარი ოპოზიციური პარტია "სამართლის კონგრესს" ატარებს


თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, სეკულარული ორიენტაციის ხალხის რესპუბლიკური პარტია ატარებს "სამართლის კონგრესს" და აცხადებს, რომ ამით პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის პირობებში მომხდარ უსამართლობას გაესმება ხაზი. ოთხდღიანი კონგრესის მიზანია ოპოზიციის გაძლიერება, რომელმაც ერდოანს კონკურენცია უნდა გაუწიოს 2019 წლის არჩევნებში. მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა ჩაატარეს 25-დღიანი პროდემოკრატიული მსვლელობა, რომელმაც 450 კილომეტრი მოიცვა. მსვლელობის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მთავრობის მზარდ ავტორიტარიზმზე 2016 წლის ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში თურქეთში 50,000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. სამსახურებიდან დაითხოვეს 100,000-მდე პირი - მათ შორის მასწავლებლები, მოსამართლეები, სამხედროები და პოლიციელები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG