Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მესამედ შეეცდება კანდიდატები მოაწონოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომიტეტს


საქართველო მესამედ შეეცდება ადგილობრივი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები მოაწონოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს. დღეს გამოცხადდა მორიგ რაუნდში გამარჯვებული ოთხი კანდიდატის ვინაობა, საიდანაც ორი გაეგზავნება სტრასბურგს. ევროპულ კომიტეტს ამ ეტაპზე საქართველოდან მხოლოდ ერთ, ლადო ჭანტურიას კანდიდატურაზე აქვს თანხმობა გამოცხადებული. შეარჩევ კონკურსს მესამე ჯერზე ბოიკოტი გამოუცხადა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის წევრებს ადანაშაულებენ კანდიდატების არა პროფესიონალიზმის, არამედ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით შერჩევაში.

XS
SM
MD
LG