Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ რამდენიმე პირი დააკავეს მოსკოვში, ინტერნეტის თავისუფლების აქციაზე


გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე პირი დააკავეს მოსკოვში, სანქცირებულ აქციაზე, რომელიც ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. ერთ-ერთ დაკავებულ დემონსტრანტს ეცვა მაისური წარწერით "პუტინი ჰიტლერზე უარესია". სხვა დემონსტრანტებს თანასწორობის და ლგბტ პირთა უფლებების მხარდამჭერი სიმბოლოები ჰქონდათ. მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლების მონაცემებით, აქციაში 1000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, სანკტ-პეტერბურგის, ნოვოსიბირსკის და ეკატერინბურგის ჩათვლით. დემონსტრანტები მოითხოვნენ ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელიც ინტერნეტს ზღუდავს და რომელიც ცნობილია სახელით "იაროვაიას კანონთა პაკეტი" - საუბარია პარლამენტის კონსერვატორ წევრზე, ირინა იაროვაიაზე. აქციის მოთხოვნებს შორის იყო ასევე იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც "ექსტრემისტულად" მიჩნეული მასალების ინტერნეტში გავრცელებისთვის დააპატიმრეს და როსკომნადზორის - ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს - ხელმძღვანელობის გადადგომა.

XS
SM
MD
LG