Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არიან დაშავებულები


ბორჯომის ხეობაში წყლის ავზის ავსებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი „მი-8" ტიპის შვეულმფრენი წყალსაცავში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად სულ ოთხმა პირმა მიიღო მსუბუქი დაზიანება. ეკიპაჟის 3 წევრი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას რეანომობილებით ბორჯომის ხეობიდან თბილისში გადაიყვანეს. დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს, რადგან, ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული. ეკიპაჟის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. თუმცა, უწყებაში მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება.

XS
SM
MD
LG