Accessibility links

დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. დედაქალაქის საკრებულოს წევრი 26 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.

XS
SM
MD
LG