Accessibility links

ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისათვის


კურტ ვოლკერი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარების საქმეში, კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისათვის და შესაბამისი მოსაწვევის მიღების საკითხიც შორეული მომავლის საქმეა. 26 აგვისტოს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრის დროს ვოკლერმა თქვა, რომ უსაფრთხოების ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამზადისი დიდ დროს საჭიროებს, თუმცა ამერიკელ დიპლომატს სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს იმ რეფორმების გატარებას, რაც აუცილებელია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის.

XS
SM
MD
LG