Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოხატავს აზერბაიჯანში სააგენტო „თურანის“დირექტორის დაპატიმრებისათვის


მეჰმან ალიევი
მეჰმან ალიევი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტი „ძალიან სამწუხაროს“ უწოდებს აზერბაიჯანში ახალი ამბების სააგენტო „თურანის“ დირექტორის დაპატიმრებას და მოუწოდებს ბაქოს, რათა დაუყოვნებლად გაათავისუფლოს მეჰმან ალიევი. აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა იგი 24 აგვისტოს დააპატიმრეს, ხოლო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გადასახადების დამალვისა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. მაისში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპისა და სხვა დამოუკიდებელ საინფორმაციო ვებსაიტებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რათა შეწყვიტოს რეპრესიები დაგაათავისუფლოს მეჰმან ალიევი და სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისათვის იდევნებიან.

XS
SM
MD
LG