Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რომელიც პატიმრობას ითხოვდა. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ასევე დეპუტატის თანაშემწეს ანა მენთეშაშვილს. დედაქალაქის საკრებულოს წევრი 26 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძესბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.

XS
SM
MD
LG