Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, სულ ცოტა, 13 ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას


13 ადმიანი, მათ შორის ავღანეთის არმიის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში. ჭრილობა მიიღო 18 კაცმა. აფეთქება ნავის რაიონის ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ჰელმადის პროვინციის ამ რაიონში ბოლო კვირაში გააფთრებულ ბრძოლებს ჰქონდა ადგილი ავღანეთის არმიისა და თალიბანის მებრძოლებს შორის. ავღანეთის არმიამ ნავის რაიონი გასულ თვეში გაათავისუფლა, თუმცა იქ კვლავ გრძელდება შეტაკებები. 27 აგვისტოს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია თალიბანს, რომელიც ჰელმანდის პროვინციის დიდ ნაწილს და დედაქალაქ ლაშქარ-გაჰის მიმდებარე ტერიტორიებსაც აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG