Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალი „ჰარვი“ კვლავ მძვინვარებს ტეხასის შტატში


გრიგალი „ჰარვი“, ბოლო ათწლეულის ყველაზე მძლავრი შტორმი, კვლავაც მძვინვარებს ტეხასის შტატში, მექსიკის ყურეში. ხელისუფლების ცნობით, 26 აგვისტოს შტორმის გამო უდენოდ დარჩა 300 ათასი კაცი, ბევრი რაიონი კი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი მიადგა პატარა ქალაქ როკპორტის მახლობლად მდებარე დასახლებას. რთული ვითარებაა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონშიც, სიდიდით აშშ-ის მეოთხე ქალაქში. როდესაც გრიგალი „ჰარვი“ 25 აგვისტოს დაატყდა თავს მექსიკის ყურეს, მისი სიმძლავრე საათში 120 კილომეტრს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG