Accessibility links

გარდაიცვალა ცნობილი ირანელი დისიდენტი ებრაჰიმ იაზდი


ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ებრაჰიმ იაზდი, ცნობილი ირანელი დისიდენტი და ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავის დროზე აიათოლა ხომეინის ერთ-ერთი დაახლოებულ პირად ითვლებოდა. ირანული სააგენტო „ისნას“ ცნობით, იგი 28 აგვისტოს გარდაიცვალა დასავლეთ თურქეთის ქალაქ იზმირში, სადაც ოპოზიციონერი მოღვაწე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში პანკრიასის კიბოსდიაგნოზით. ებრაჰიმ იაზდიმ მრავალი წელი დაჰყო დევნილობაში აშშ-ში, საიდანაც იგი დაბრუნდა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ და დაინიშნა საგრეო საქმეთა მინისტრად, გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის, მეჰდი ბაზარგანის კაბინეტში. მთავრობის ყველა წევრი და მათ შორის ებრაჰიმ იაზდი 1979 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადადგნენ პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც ბრბომ დაარბია აშშ-ის საელჩო თეირანში და მძევლად აიყვანა ათობით ამერიკელი დიპლომატი. ახალი ამბების სააგენტო „ისნას“ თანახმად, ებრაჰიმ იაზდის ნეშტს თურქეთიდან ირანში გადაასვენებენ და მშობლიურ ქალაქ ღაზვინში დაკრძალავენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG