Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აცხადებს, რომ ტრამპის სტრატეგია ავღანეთში „უშედეგო იქნება“


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ ხაყან აბასი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ ხაყან აბასი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგიაა ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „უშედეგო“ იქნება. პრაქტიკული შედეგის მოტანა შექმნილ ვითარებაში მხოლოდ პოლიტიკურ მოწესრიგებას შეუძლია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შაჰიდ ჰაყან აბასიმ ისაუბრა „ბლუმბერგ ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ვიდრე ისლამაბადი აგრძელებს ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ მეზობელ ავღანეთში, კონფლიქტის გავრცელება არ არის მოსალოდნელი პაკისტანის ტერიტორიაზე. დონალდ ტრამპმა 21 აგვისტოს ვაშინგტონის მახლობლად, ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, წარმოადგინა „ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია“, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება, პრეზიდენტის თქმით, ნიშნავს დარტყმებს მტრის პოზიციებზე, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას, თალიბების ნეიტრალიზებასა და ამერიკელთა წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG