Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია


გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მისი თქმით, ცოცხალი ძალა და ტექნიკა სტიქიის ზონაში რჩება პრევენციისთვის, რათა კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს. "აქ ჯერ კიდევ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს 1000 თანამშრომელი. ასევე რჩება თავდაცვის სამინისტროს ასეული. აქ არის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული 50 თანამშრომელი, ამჟამად მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის დარჩენაც სტიქიის ზონაში ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მინიმუმამდე იყოს იმის რისკები დასული, სადმე რაიმე კერამ არ გაიღვიძოს", - განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე თქმით, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ბორჯომის ხეობა უკვე დატოვეს აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა. ბორჯომის ხეობას დღეს, სავარაუდოდ, დატოვებენ მაშველები ბელორუსიიდან და თურქეთიდან.

XS
SM
MD
LG