Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე გუჯარულადან ამოიყვანეს ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი


მდინარე გუჯარულადან ამოიყვანეს ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს მომზადება, რათა ვერტმფრენი სატვირთო ავტომობილით თბილისში გადაიტანონ. მდინარიდან ამოყვანის შემდეგ ვერტმფრენი შს მინისტრმა და საგანგებო შტაბის წევრებმა დაათვალიერეს. ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენი 27 აგვისტოს, ავზის ავსების დროს ავარიულად დაჯდა მდინარეზე. დაშავდა ეკიპაჟის სამი წევრი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG