Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. ამასთან, მაია მინინოშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით, სტუდენტების მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია.

XS
SM
MD
LG