Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 28 აგვისტოს ესტუმრება უნგრეთს, სადაც დაესწრება ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას და სამუშაო შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. ეს არის პუტინის მეორე ვიზიტი ევროკავშირისა და ნატოს წევრ უნგრეთში, რომელსაც რუსეთთან ყველაზე უფრო თბილი ურთიერთობები აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას. მოელიან, რომ ვლადიმირ პუტინს გადასცემენ დებრეცენის უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ საპატიო მოქალაქის წოდებას, რუსეთის მიერ უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG