Accessibility links

საქართველოს მმართველი გუნდი და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან დიალოგზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ოპონენტები მოახერხებენ იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. ასეთ მოთხოვნას „პოლიტიკური მოუმწიფებლობის გამოვლინება“ უწოდა საპარლამენტო ოპოზიცური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. „ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მათ ნათლად უთხრა, რომ არის თემები, რომლებზეც ვაპირებთ საუბარს - ეს, პირველ რიგში, არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება და დანარჩენი სხვა მნიშვნელოვანი თემები. ამაზე ვართ თანახმა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ უნდათ დიალოგი, ამაზე კარგს ჩვენგან ვერ მოისმენენ“, - განაცხადა კაპანაძემ. წინასწარი ინფორმაციით, 6 სექტემბერს სტრასბურგში უნდა გაიმართოს შეხვედრა მმართველ გუნდსა და რამდენიმე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის. თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ნათელი, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG