Accessibility links

დაღესტანის ქალაქ კასპიისკში ორი პოლიციელი დაიღუპა შეიარაღებულ პირებთან მომხდარი შეტაკების შედეგად. როგორც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ რეალიი“, თავდასხმის ადგილზე აღმოჩენილია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ატრიბუტიკა. შეტაკების დროს მოკლეს ორი თავდამსხმელი. ორშაბათს კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა დაღესტნის ხასავიურტის რაიონში, სადაც სავარაუდო უკანონო შეირაღებულ პირებთან შეტაკების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა. „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის“ თანახმად, ცეცხლი სამართალდამცველებს გაუხსნეს „ხასავიურტის“ დაჯგუფების წევრებმა. ბოლო ხანს ჩრდილოეთ-კავკასიის დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებში სამართალდამცველებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა აიღეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG