Accessibility links

დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 8 კაცი ემსხვერპლა ბაღდადში


დანაღმული ავტომობილი აფეთქდა შიიტური თემით დასახლებულ კვარტალში მდებარე ბოსტნეულის ბაზარში

სულ მცირე 8 კაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ერაყის დედაქალაქის შიიტური თემით დასახლებულ კვარტალში მდებარე ბოსტნეულის ბაზარში. დაღუპულთა შორის ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც არიან. პოლიციის ცნობით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა 28 აგვისტოს ბაღდადის ჯამილას ბაზარში აფეთქდა. ჯერჯერობით უცნობია, თავი თვითმკვლელმა აიფეთქა, თუ დანაღმული მანქანა დისტანციური მოწყობილობით აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG