Accessibility links

უფლებათადამცველებმა გაასაჩივრეს ტრამპის განკარგულება ტრანსგენდერების შესახებ


დონალდ ტრამპი

უფლებათადამცველთა ორმა ჯგუფმა საჩივრით მიმართა სასამართლოს იმ განკარგულების გამო, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების სამსახურს აშშ-ის არმიაში. სარჩელში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი განკარგულება არღვევს ამერიკლეთა კონსტიტუციურ უფლებებს. ტრანსგენდერების სახელით საჩივრები ბალტიმორისა და სიეტლის სასამართლოებში შევიდა. გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც პენტაგონს უკრძალავს სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების აყვანას და მათთვის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ოპერაციის დაფინანსებას. აშშ-ში ტრანსგენდერებს არმიაშ სამსახურის უფლება 2016 წელს მიეცათ.

XS
SM
MD
LG