Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თეა პერტაიაზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG