Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ხელისუფლების თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ გამოცადა რაკეტა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რეკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს დილით გაავრცელა სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა. ამერიკელი და სამხრეთკორეელი ექსპერტები აგრძელებენ რადარების მონაცემების ანალიზს. მათ ჯერ არ დაუკონკრეტებიათ რაკეტის ზუსტი ტრაექტორია და გასროლის მანძილი. იაპონიის ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტა სამ ნაწილად დაიშალა. იაპონიის ხელისუფლების პრესსამსახური აცხადებს, რომ რაკეტა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გაუშვეს. რაკეტა წყალში ჩავარდა 14-წუთიანი ფრენის შემდეგ. იაპონია ბალისტიკური რაკეტის ამგვარ გამოცდას აფასებს როგორც „უპრეცედენტოდ საშიშსა და სერიოზულ საფრთხის შემცველს იაპონიისთვის“. იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგ გაშვებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განუცხადა.

XS
SM
MD
LG