Accessibility links

ტრამპის განცხადებით, ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის ადრე თუ გვიან დალაგდება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი აარიდა კითხვას, მიაჩნია თუ არა მას რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად. ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც თეთრ სახლში შედგა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ამერიკისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად ბევრ ქვეყანას განიხილავს“. ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის ადრე თუ გვიან დალაგდება. „ეს დიდი ქვეყანაა, ეს ბირთვული სახელმწიფოა, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა უნდა დავალაგოთ. და მგონია, რომ საბოლოო ანგარიშით, რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდება“, - განაცხადა მან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG