Accessibility links

”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს


ხანძარი ბორჯომის ხეობაში

”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს რუსეთისთვის თხოვნით მიმართვის თაობაზე. საქმე ეხება ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ არანაირი პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისთვის არ გაგზავნილა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.როგორც ”ინტერპრესნიუსი” სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.

XS
SM
MD
LG