Accessibility links

აშშ-ის ქალაქი ჰიუსტონი კვლავაც პარალიზებულია გრიგალ „ჰარვის“ გამო


ქალაქი ჰიუსტონი

ტეხასის შტატში მოელიან წყალდიდობით გამოწვეული მძიმე ვითარების გამწვავებას ძლიერი წვიმების გამო. შეერთებულ შტატებში სიდიდით მეოთხე ქალაქს, ჰიუსტონს 25 აგვისტოს დაატყდა მეოთხე კატეგორიის გრიგალი „ჰარვი“. მოგვიანებით ის შესუსტდა და ტროპიკულ ქარიშხლად გამოცხადდა. სტიქიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათიათასობით ადამიანი იქნა სახლებიდან ევაკუირებული. შიშობენ, რომ ვითარება შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს და მიმდინარე კვირაშივე მოელიან წვიმის გაძლიერებას. ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა ტეხასის 12 000-კაციანი ეროვნული გვარდიაც ჩართო სამაშველო ოპერაციებში. დღეს ტეხასში მოელიან შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც პირობა დადო, რომ მოკლე დროში დაეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. დაიხურა ჰიუსტონის ორი მთავარი აეროპორტი, ისევე როგორც რკინიგზის უდიდესი ნაწილი, სკოლები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც შეერთებულ შტატებში უდიდეს ასეთ საწარმოებს მიეკუთვნება.

XS
SM
MD
LG