Accessibility links

ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა ბანკთან მოწყობილი აფეთქების შედეგად


აფეთქება მოხდა ქაბულის ბანკის ფილიალთან

ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ხუთი და დაიჭრა რვა ადამიანი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, აფეთქება მოხდა ქაბულის ბანკის ფილიალთან, რომელიც აშშ-ის საელჩოდან 500-მდე მეტრში მდებარეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და მიზნად დაასახელა ბანკში ხელფასის ასაღებად მისული ჯარისკაცებისა და პოლიციელების ლიკვიდაცია. თალიბები რეგულარულად აწყობენ თავდასხმებს ბანკებთან, როცა იქ ჯარისკაცები და პოლიციელები ხელფასების გამოსატანად მიდიან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG