Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ფირმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცდილობდა მოსკოვში უძრავ ქონებაზე კონტრაქტის გაფორმებას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა კონგრესის წევრებს გააცნო ინფორმაცია, რომ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის ორგანიზაცია აწარმოებდა მოლაპარაკებას მოსკოვში მრავალსართულიანი შენობის, „ტრამპის კოშკის“ ასაგებად. ამის შესახებ იუწყებიან აშშ-ის მედიასაშუალებები, მათ შორის „ასოშიეიტიდ პრესი“ და „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომლებმაც კოენის განცხადების ასლი მოიპოვეს. მაიკლ კოენი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტისათვის წარდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გეგმაზე, საბოლოოდ, უარი თქვეს. კოენი ირწმუნება, რომ მოსკოვში „ტრამპის კოშკის“ პროექტი არ უკავშირდებოდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას და რომ პირადად კოენი სამჯერ ელაპარაკა ტრამპს ამ თემაზე, ხოლო ტრამპმა 2015 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც გამოთქმული იყო მოსკოვში სასტუმრო კომპლექსის აშენების სურვილი. აშშ-ის დაზვერვის კომიტეტი არის კანონმდებლების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც იძიებს 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევას და იმას, იყო თუ არა ტრამპის გუნდის მოქმედება კოორდინირებული რუსეთთან.

XS
SM
MD
LG