Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოკავშირეებთან ერთად აპირებს „მკაცრად“ რეაგირებას ჩრდილოეთ კორეიდან მორიგი რაკეტის გაშვებაზე


სამხრეთკორეელი მაყურებლები თვალს ადევნებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაციას
სამხრეთკორეელი მაყურებლები თვალს ადევნებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაციას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ზომების გამკაცრებაზე მას შემდეგ, რაც ფხენიანმა 29 აგვისტოს დილას გაისროლა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა. სინძო აბეს ადმინისტრაციის ცნობით, 2009 წლის შემდეგ ჩრდილოეთმა კორეამ პირველად გადადგა ასეთი ნაბიჯი. „იაპონია და შეერთებული შტატები სრულად თანხმდებიან ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდასა და გაძლიერებაზე“, - განაცხადა სინძო აბემ ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე. იაპონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რაკეტა წყალში ჩავარდა ჩრდილოეთ იაპონიის კუნულ ჰოკაიდოსთან და არ გამოუწვევია ზარალი. ტოკიო მოითხოვს საგანგებო სხდომის გამართვას გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელმაც ბოლოხანს გაუმკაცრა სანქციები ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო.

XS
SM
MD
LG