Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში იხსნება ნაკლებად გამდიდრებული ურანის სარეზერვო ბანკი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყაზახეთის მთავრობასთან და შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ჯგუფ „ბირთვული საფრთხის ინიციატივასთან“ ერთად ხსნის ნაკლებად გამდიდრებული ურანის ახალ ბანკს აღმოსავლეთ ყაზახეთში. გახსნის ცერემონია 29 აგვისტოს იმართება. მიზანია ნაკლებად გამდიდრებული ურანის, ანუ ბირთვული საწვავის დასამზადებელი მასალის, მიწოდება ქვეყნებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოსაყენებლად და ასევე მიზანია გამდიდრებული ურანის გაუკონტროლებლად გავრცელების საფრთხის შემცირება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბირთვული საფრთხის ინიციატივა“ ავრცელებს. ბანკის მართვაზე იზრუნებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომლის შტაბ-ბინაც ვენაში მდებარეობს. ბანკში დაცულია 90 ტონა ნაკლებად გამდიდრებული ურანი.

XS
SM
MD
LG