Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთში, აბასთუმნის ტყეში ჯერ ვერ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, სოფელ სვირისაგან განსხვავებით


აბასთუმნის ტყეში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო, რომელშიც ვერტმფრენიც არის ჩართული. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი ჯერ არ არის ლოკალიზებული. ხოლო ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან იუწყებიან, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თეა პერტაია აცხადებს, რომ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი 28 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

XS
SM
MD
LG