Accessibility links

ყაზახეთში გაიხსნა ნაკლებად გამდიდრებული ურანის სარეზერვო ბანკი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ყაზახეთის მთავრობასთან და შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ჯგუფ „ბირთვული საფრთხის ინიციატივასთან“ ერთად გახსნა ნაკლებად გამდიდრებული ურანის ახალი ბანკი აღმოსავლეთ ყაზახეთში. გახსნის ცერემონია გაიმართა 29 აგვისტოს, რომელიც გაეროს გამოცხადებული აქვს ბირთვული გამოცდების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სარეზერვო ბანკის სიმბოლური გასაღები გადასცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრეზიდენტს, იუკია ამანოს. ბანკის შექმნის მიზანია ნაკლებად გამდიდრებული ურანის, ანუ ბირთვული საწვავის დასამზადებელი მასალის, მიწოდება ქვეყნებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოსაყენებლად და ასევე მიზანია გამდიდრებული ურანის გაუკონტროლებლად გავრცელების საფრთხის შემცირება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბირთვული საფრთხის ინიციატივა“ ავრცელებს. ბანკში დაცულია 90 ტონა ნაკლებად გამდიდრებული ურანი.

XS
SM
MD
LG