Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: განიხილება ჩრდილოეთ კორეის გამოცდაზე რეაგირების „ყველა ვარიანტი“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, განიხილება ვაშინგტონის რეაგირების „ყველა ვარიანტი“ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ გაისროლა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა. ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა 29 აგვისტოს მას შემდეგ, რაც რაკეტამ გადაუფრინა ჩრდილოეთ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს და ზღვაში ჩავარდა. ტოკიომ რაკეტის გამოცდას უწოდა იაპონიისათვის შექმნილი „უპრეცედენტო“ საფრთხე. ვრცელდება ასევე ცნობა, რომ დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ზომების გამკაცრებაზე. „იაპონია და შეერთებული შტატები სრულად თანხმდებიან ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა უფრო უნდა გაიზრდოს და გაძლიერდეს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე. ტოკიო მოითხოვს საგანგებო სხდომის გამართვას გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელმაც ბოლოხანს გაუმკაცრა სანქციები ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა დაიცვა ფხენიანის მოქმედება და განმარტა, რომ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იყო რეაქცია სამხედრო წვრთნებზე, რომლებსაც რეგიონში ატარებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები.

XS
SM
MD
LG