Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი სერბიას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთის ცენტრისათვის იმუნიტეტის მინიჭებაზე


სენატორი რონ ჯონსონი
სენატორი რონ ჯონსონი

ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა ბელგრადში ვიზიტისას სერბიას მოუწოდა, ნუ მიანიჭებს დიპლომატიურ სტატუსს რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ჯაშუშობითა და პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული. „ჰუმანიტარულ ცენტრს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი და სერბია უარს იტყვიან მისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნებოდა. ნამდვილად არ იქნებოდა სერბი ხალხის ინტერესებში - თქვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად დასავლეთიდან კაპიტალის მოწოდების მხრივ“, - განაცხადა ბელგრადში რესპუბლიკელმა რონ ჯონსონმა, სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მანამდე ის შეხვდა სერბიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და, ამავე დროს, მიისწრაფვის სერბიის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

XS
SM
MD
LG