Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთი კორეა რაკეტის გაშვებისათვის


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთი კორეა ბალისტიკური რაკეტის გაშვებისათვის. ფხენიანს მოუწოდეს, შეწყვიტოს რაკეტების გასროლა და უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. ჩრდილოეთმა კორეამ 28 აგვისტოს გაუშვა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა. როგორც გაეროში აშშ-ის ელჩი, ნიკი ჰეილი აცხადებს, ვაშინგტონი არ დაუშვებს ასეთი "უკანონობის გაგრძელებას". "მსოფლიო ერთიანია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ეს ეჭვგარეშეა. დროა, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა გააცნობიეროს საფრთხე, რომელშიც თავს იგდებს. შეერთებული შტატები არ დაუშვებს ამ უკანონობის გაგრძელებას და დანარჩენი მსოფლიო ჩვენს მხარეზეა", - განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. საბჭოს რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი ფხენიანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე.

XS
SM
MD
LG