Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს აშშ-ის მოთხოვნას მის სამხედრო ობიექტებზე გაეროს დაშვების შესახებ


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ უარყო აშშ-ის მოთხოვნა, რომ გაეროს ბირთვულ ექსპერტებს მიეცეთ ირანის სამხედრო ობიექტების შემოწმების შესაძლებლობა. ზოგმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა ამ მოთხოვნას „ოცნება“ უწოდა. ამასთან, სატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას, როჰანიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც გაეროს დავალებით მოქმედებს, ისედაც არ დათანხმდებოდა ასეთ შემოწმებას. ატომური ენერგიის სააგენტოსთან ჩვენი ურთიერთობა განსაზღვრულია წესებით და არა შეერთებული შტატების მიერო, განაცხადა როჰანიმ. მისივე აზრით, შეერთებული შტატები დიდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს მოკავშირეებისაგან, თუ შეეცდება გავიდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმებიდან. 29 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ალტერნატივა არა აქვს შეთანხმებას, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას მის საწინააღმდეგო სანქციების შეკვეცის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG