Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ


იგორ დოდონი

მოლდავეთში პარტია „ქმედება და სოლიდარობა“, აცხადებს, რომ შეიტანა სარჩელი პრეზიდენტ იგორ დოდონის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს. მოლდავეთის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე პარტია თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება, რომ 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა გენერალურ პროკურატურას. ის დოდონს ადანაშაულებს „სამშობლოს ღალატის“ წინააღმდეგ კანონების დარღვევაში და „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებაში“. პარტიის შეფასებით, პრეზიდენტი დოდონი, რომელიც მოსკოვთან სულ უფრო მჭიდროდ დაახლოებას ცდილობს და დაძაბული ურთიერთობა აქვს მოლდავეთის პროევროპულ მთავრობასთან, „მოქმედებს მოლდავეთის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ღიად იცავს რა სხვა სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის - ინტერესებს“. მოლდავეთის პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია ბრალდებას.

XS
SM
MD
LG