Accessibility links

ნატო სამ მეთვალყურეს აგზავნის რუსეთსა და ბელორუსიაში სექტემბრის სამხედრო წვრთნებზე


Poland – Emblem of the North Atlantic Treaty Organization at the NATO summit in Poland, Warsaw, July 9, 2016

ნატო აცხადებს, რომ სამ მეთვალყურეს აგზავნის რუსეთისა და ბელორუსიის მოახლოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, „დასავლეთ 2017“-ზე, მაგრამ კვლავ მოუწოდებს მოსკოვსა და მინსკს მანევრების უფრო ფართომასშტაბიანი მეთვალყურეობის დაშვებისაკენ. ნატოს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთ მეთვალყურეს რუსეთში, ხოლო ორს - ბელორუსიაში აგზავნიან. ლუნგესკუს თქმით, მართალია, ნატო მიესალმება მეთვალყურეების მიწვევას, მაგრამ, საერთაშორისო წესებით, მოსკოვსა და მინსკს უფრო მეტი მეთვალყურის დაშვება ევალებათ. მანევრები „დასავლეთი 2017“ 14-20 სექტემბერს გაიმართება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. მოსკოვისა და მინისკის განცხადებით, წვრთნებში 12 700-მდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, მონაწილე სამხედროების რიცხვი შესაძლოა, სინამდვილეში გაცილებით მეტი, 100 ათასამდე ადამიანი იყოს.

XS
SM
MD
LG