Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" ოსკარის ნომინანტობის კანდიდატად შეარჩიეს


"საშიში დედის" დაჯილდოების ცერემონია სარაევოს კინოფესტივალზე. ცენტრში: ანა ურუშაძე.
"საშიში დედის" დაჯილდოების ცერემონია სარაევოს კინოფესტივალზე. ცენტრში: ანა ურუშაძე.

ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" შესაძლოა ოსკარის ნომინანტი გახდეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აგვისტოს ფარული კენჭისყრით მიიღო რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს იბრძოდა ოთხი ქართული ფილმი: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი); „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე). ქვეყნის შიგნით შერჩეული კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც კინოაკადემია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს შორის ჯერ ცხრა სურათს დაასახელებს, საბოლოოდ კი ხუთ ფილმს შეარჩევს ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება ლოს ანჯელესში.

XS
SM
MD
LG