Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აბასთუმანში

ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ექვსი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი საქართველოში მეგობარმა ქვეყნებმა გამოგზავნეს. აბასთუმანში მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა. ათასამდე ადგილობრივი მოსახლე ბარებითა და ნიჩბებით ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას. ხანძრის ჩაქრობაში, ცოცხალ ძალასა და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მონაწილეობას მეგობარი ქვეყნების ავიაციაც იღებს. საქართველოს დახმარება ოთხმა ქვეყანამ შესთავაზა – უკრაინამ, თურქეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა. ხანძარი აბასთუმანში, 29 აგვისტოს, შუადღის 3 საათისთვის გაჩნდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კვლავ რჩება რამდენიმე კრიტიკული კერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG